Foreign Policy: -ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნება

როდესაც -ისა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ ინტენსიურდება, ის, რაც ადრე წარმოუდგენლად ჩანდა, სულ უფრო შესაძლებელი ხდება. კითხვა აღარ არის, შესაძლებელია თუ არა სახმელეთო შეჭრა, არამედ სად შეიძლება ის დაიწყოს და შეძლებს, თუ არა ამერიკული მხარე სტრატეგიული შედეგების მიღწევას, იუწყება ჟურნალი Foreign Policy.
„ეს ლოგიკა ყველაზე ნათლად ჩანს ხუთ კვანძში: ხარკის კუნძული, ჰორმუზის სრუტე, აბუ-მუსას კუნძული და დიდი და მცირე ტუნბის კუნძულები, ჩაბაჰარ-კონარაკის კორიდორი და აბადან-ხორამშაჰრის ღერძი. თითოეული მათგანი, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს წვდომას (ირანის ტერიტორიაზე), თუმცა არცერთი არ სთავაზობს პირდაპირ გზას სტრატეგიულ წარმატებამდე,“ – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ისლამური რესპუბლიკის ლანდშაფტური თავისებურებების გამო სახმელეთო ოპერაციის ჩატარება უკიდურესად რთული იქნება, დესანტის გადასხმის რამდენიმე წერტილის არსებობის მიუხედავად.
ამასთან, თითოეული მათგანი წარმოადგენს არა უბრალოდ ვარიანტების ერთობლიობას, არამედ „შედეგების რუკას“.
“მაგრამ ეს არის მთავარი ილუზია. იგივე გეოგრაფია, რომელიც შეჭრას შესაძლებელს ხდის, მას სტრატეგიულად თვითდამანგრეველსაც ხდის,“ – განმარტავს ჟურნალი Foreign Policy.
ამასთან, აღნიშნულია, რომ შეჭრის შემთხვევაში კონფლიქტი, შესაძლოა, გასცდეს ირანის ფარგლებს და გადაიქცეს რთულ, მრავალშრიან დაპირისპირებად შიიტურ სივრცეში – სამხრეთ ერაყიდან სამხრეთ-დასავლეთ ირანამდე.
„ამრიგად, გზა, რომელიც თითქოს ყველაზე მარტივად მიდის ირანისკენ, ერთდროულად ყველაზე ფეთქებადიც არის. სწორედ ის თვისებები, რომლებიც ამ მიმართულებას ოპერატიულად განხორციელებადს ხდის, მას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით საშიშსაც ხდის“, – ასკვნის ჟურნალი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ