კობახიძის განკარგულებით, საპატრიარქოს ახალაბასთუმანში სახელმწიფო მიწა 1 ლარად გადაეცა

საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში 1489.00 კვ/მ  მიწის ნაკვეთი  მიწა 1 ლარად გადაეცა. განკარგულებას ნომრით 630, რომელიც 27 მარტით თარიღდება ხელს ირაკლი აწერს.

მთავრობამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საპატრიარქოს პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.

  • 1490 კვ.მ.-ის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიღებისთვის, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვეში უნდა გადაიხადოს.
  • ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესასრულებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა უზრუნველყოს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 და 31 პუნქტებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №639 დადგენილებით დამტკიცებული წინაპირობების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალაბასთუმანში მდებარე 1489.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №43.15.41.813), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, საკუთრებაში გადაეცეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას.

2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება”, – წერია განკარგულებაში.