პუბლიცისტი ნათია მეგრელიშვილი:
ძაღლების დაწვა ეს უკვე მეტისმეტია! თვალები რომ დახუჭეთ 2024 -ში და მერე ყურებშიც საცობები ჩაიტენეთ “მე პოლიტიკაში არ ვერევის” პონტში, იმიტომაც ამუშავდა კრემატორიუმი.
პირიქით, ძალიან ერევით პოლიტიკაში. როცა სახეგახეთქილ ადამიანებს ყრიან ქუჩაში, თქვენ საკუთარ გლამურულ ფოტოებს აზიარებთ და ამით “სოლიდარობას” უცხადებთ მას, ვინც ეს ჩაიდინა. პოლიტიკა სხვა არაფერია საქციელის გარდა და თქვენი მატერიალისტურ-სვეცკური დუმილი გულისამრევია. ლოიალისტების პარტია ძალიან საშიშია
ძაღლების დაწვა კი უკვე მეტისმეტია!
ცნობისათვის,უფლებადამცევლებს ეჭვი აქვთ, რომ თითქოს აცრის მიზნით დაჭერილ ცხოველებს უკან აღარ აბრუნებენ. ამ ეჭვს კი ის ფაქტიც ამყარებს, რომ გალიაში გამოკეტილ ძაღლებს შორის უკვე აცრილი და სტერილური ცხოველებიც იყვნენ.
“მას შემდეგ რაც სურსათის სააგენტოს ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ თავშესაფარში, რამოდენიმე წუთში (ღამის 12 საათზე) აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის და ბეწვის საშინელი სუნი დგას. ეხლა დილის ოთხის ნახევარია და კრემატორიუმის ღუმელიდან კვამლი არ გაჩერებულა,” – ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ვიდეოს ავრცელებს.




