დავით მჟავანაძე: არ გამიკვირდება, რომ კალაძე ამ მანქანებს ყირგიზეთში ყიდდეს

არ გამიკვირდება, რომ კალაძე ამ მანქანებს ყირგიზეთში ყიდდეს – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, დავით მჟავანაძე “პირვლებთან საუბრობს.

მჟავანაძის თქმით,  “ყირგიზეთში გაყიდული მანქანები ბოლო პერიოდში ხშირად ხდება საქართველოდან რუსეთში, რაც კალაძის შემთხვევაში ასევე კითხვებს აჩენს.

მისივე განცხადებით, საეჭვოა კახა კალაძის ტრანზაქციებიც.

ეს საერთოდ გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ მივიეჩვიეთ, რომ ღარიბ მოსახლეობას ჰყავს მდიდარი მერი, თუმცა ეს ტრანზაქციები კახა კალაძის შემთხვევაში სხვა ეჭვებსაც ბადებს –  მე საერთოდ არ გამიკვირდება, რომ ის ამ მანქანებს ყირგიზეთში ყიდდეს, როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება საქართველოდან და ბოლოს ეს მანქანები რუსეთში აღმოჩნდებიან.

კალაძის მიერ განხორციელებული ეს ტრანზაქციები შესაძლოა, ერთის მხრივ სანქიცების მოლოდინს უკავშირდებოდეს და რაღაცა ტიპის თანხების აკუმულაციას ასეთნაირად ახდენდეს. მეორე მხრივ, არ იქნება გასაკვირი, რომ ის ჩართული იყოს რაღაცა შავ სქემებში”, – აცხადებს დავით მჟავანაძე. 

ძვირადღირებულ მანქანებს ყიდულობს და რამდენიმე თვეში იმავე ფასად ან ოდნავ უფრო მეტად ყიდის. ჩამონათვალშია ფერარი, ლენდ როვერი, ბეემვე, მერსედესი – სტუდია მონიტორის ინფორმაციით, ჯამში 2025 წელს თბილისის მერმა მანქანების გაყიდვიდან შემოსავლის სახით 495-ათასამდე დოლარი და 110 ათასზე მეტი ევრო მიიღო.