გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის, ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან

5
თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმის, ნია იმნაძის მშობლები იკითხებიან.
პროცესი სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ქეთი სინიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული მოწმეები დაცვის მხარის მიერ არიან გამოძახებული. შესაბამისად, პროკურატურას მოლოდინი არ აქვს, რომ ისინი სასამართლოს ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან, ვინაიდან სონიძის თქმით, გამოძიების ეტაპზე მათ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საქმის სხვა მტკიცებულებებთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის.
პროკურორის თქმით, მოწმემ უნდა ისაუბროს, გიგა ავალიანი იჩენდა თუ არა, მოსწავლე ნია იმნაძის მიმართ „ზედმეტ ყურადღებას”, რაც სცილდებოდა პედაგოგიური ეთიკის ნორმებს.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს