U21 | საქართველო V მალტა – მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ხვალ, 19:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ტრავმირებულთა სიას, ქუთაისის ტორპედოს და 21-წლამდე ნაკრების მცველი – დავით ბუკია დაემატა, რომელიც ლატვიის მსგავსად, მალტასთან თამაშსაც გამოტოვებს. გუნდს ასევე ვერ დაეხმარებიან დისკვალიფიცირებული – გიორგი გვასალია და გიორგი ტაბატაძე.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მალტასთან მატჩამდე, კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და მოთამაშეებმა – ლუკა პარკაძემ და ნიკოლოზ დადიანმა გააკეთეს.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).
მცველები: ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, ), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, ), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, ), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), ლუკა წულუკიძე (დინამო ), ნიკოლოზ ცეცხლაძე (წყალტუბოს სამგურალი).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).
NAKREBI.GE