დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დემოგრაფიულ პოლიტიკასა და სოციალური მხარდაჭერის მექანიზმებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
„სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან უნდა იყოს საბავშვო ოთახები ან ბაღები, სადაც დედა შეძლებს ბავშვის მიყვანასა და დატოვებას უსაფრთხო გარემოში, სანამ თავად დაკავდება სწავლით ან კარიერის მოწყობით“— განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომ მოსახლეობისთვის ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა რიგ გამოწვევებთან არ იყოს დაკავშირებული.
„ვფიქრობ, რომ დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის. ასევე, ბავშვის გაზრდა არ იქნება ხელის შემშლელი, თუკი დედა შეძლებს კარიერულ წინსვლას. მაგალითად, სამსახურებთან ან უმაღლეს სასწავლებლებთან რომ იყოს საბავშვო ოთახები ან ბაღები, სადაც დედა შეძლებს ბავშვის მიყვანასა და დატოვებას უსაფრთხო გარემოში, სანამ თავად დაკავდება სწავლით ან კარიერის მოწყობით. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანია ისევე, როგორც საბინაო პოლიტიკა. ხშირად ადამიანები უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, რადგან აქვთ საცხოვრებლის პრობლემა. მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი,“ — განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც