ირაკლი ფავლენიშვილი – ქართველ ხალხს ივანიშვილის კარზე პოლიტიკური „კარუსელი“ არ აინტერესებს, მათ ღირსეული, მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ

ქართველ ხალხს პოლიტიკური „კარუსელი“ ივანიშვილის კარზე არ აინტერესებს, მათ ღირსეული მაღალანაზღაურებადი სამსახური აინტერესებთ, დაიღალა ივანიშვილის ხრიკებით, პოლიტიკური მასკარადებით, მანიპულაციებით და 2024 წლის ს შემდეგ აუცილებლად გათავისუფლდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს სჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, ღირსეული პენსია, ღირსეული ცხოვრების პირობები და გარემო, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ სთავაზობს.
„პოლიტიკური “კარუსელი” ივანიშვილის კარზე, სადაც ადამიანები არ იცვლებიან და ერთი და იმავე ადამიანები სხვადასხვა ადგილს იკავებენ, ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, ქართველ ხალხს სჭირდება და აინტერესებს მაღალანაზღაურებადი ღირსეული სამუშაო ადგილები, სჭირდება ღირსეული პენსია, ღირსეული ცხოვრების პირობები და გარემო, რასაც „ქართული ოცნება“ ვერ სთავაზობს და მუდმივად სთავაზობს ივანიშვილის პოლიტიკურ მასკარადებს და პოლიტიკურ მანიპულაციებს, ხრიკებს, რომლითაც ქართველი ხალხი დაიღალა და აუცილებლად გათავისუფლდება 2024 წლის არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან