– პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება – ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება

პრემიერ-მინისტრის ცვლილებით მხოლოდ თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება – ივანიშვილს თანაშემწედ კობახიძე ეყოლება თუ ღარიბაშვილი, არაფერი იცვლება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა მ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება.
“სამწუხაროდ, ღარიბაშვილის კობახიძით ჩანაცვლებით არაფერი იცვლება, კვლავ კოლექტიური “ქართული ოცნება” რჩება ხელისუფლებაში. მათი ამოცანა არ არის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოში, ემიგრანტების დაბრუნება, ბავშვთა შიმშილის პრობლემის მოგვარება, ან პენსიონერებისთვის მაღალპროცენტიანი სესხის საკითხის გადაწყვეტა. რა შეიცვლებაო, მკითხეთ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, თმის ვარცხნილობა და ჰალსტუხის ფერი შეიცვლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ცვლილებებით, სხვა არაფერი. მაინც იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები და თანაშემწედ ღარიბაშვილი ეყოლება თუ კობახიძე, ამით არსებითად არაფერი იცვლება.
უნდა ვიცოდეთ, რომ რუსული მმართველობის ფორმაში, რომელსაც განასახიერებს, კორუფცია არ ითვლება დიდ კომპრომატად და დანაშაულად, კორუფციად აქ ითვლება თუ უფროსის ზურგს უკან რამეს მოიპარავ. არ ვიცი, ალბათ, ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, თორემ სხვა შემთხვევაში ღარიბაშვილს არავინ საყვედურს არ ეტყოდა. თანაც ღარიბაშვილს პასუხი კი არ მოსთხოვეს კორუფციაზე, არამედ გადმოიყვანეს პარტიაში. ამით არაფერი იცვლება. მაგიდასთან, სადაც კარუსელს ატრიალებს ივანიშვილი, კობახიძე მარჯვნივ დაჯდება თუ მარცხნივ, რა მნიშვნელობა აქვს?!”- განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა