გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია – საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

გაურკვეველია ვინ იქნება ზაფხულიდან უკრაინის ნაკრების მწვრთნელი. ერთა ლიგაზე ისევ საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთ ჯგუფში იასპარეზებს და ამდენად საინტერესოა მათი თავკაცის საკითხი.
მწვრთნელს, სერგეი რებროვს კონტრაქტი 31 ივნისამდე აქვს გაფორმებული და ჯერ უცნობია, დატოვებენ თუ არა სამუშაოზე. კიევის „დინამოს“ Insid-ის ტელეგრამ-არხის  გავრცელებული ინფორმაციით, რებროვს ხელშეკრულების გაგრძელების სურვილი აქვს და ამის შესახებ მისმა უახლოესმა გარემოცვამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის აღმასკომს უკვე აცნობა.
სავარაუდოდ, რებროვმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ არცერთი კლუბისგან არ აქვს შეთავაზება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მარტს ალბანეთთან ამხანაგური მატჩი მისთვის უკრაინის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე უკანასკნელი იქნება.
ეროვნული გუნდის ყოფილმა თავდამსხმელმა ალექსეი ბელიკმა განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა და იურგენ კლოპი უკრაინის ნაკრებს სათავეში არ ჩაუდგებიან, ევროპიდან რომელიმე „ფიზკულტურის“ მასწავლებლის მიწვევა კი არ ღირს.
უკრაინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში შვედეთთან 1:3 დამარცხდა, ხოლო ua-football-ის მტკიცებით, რებროვი წელიწადში დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.