POLITICO: ევროკავშირი ორბანის წინააღმდეგ 5 გეგმას განიხილავს

გავლენიანი მედიაორგანიზაციის, POLITICO-ის ინფორმაციით, ევროკავშირი უნგრეთის არჩევნებში კვლავ ვიქტორ ორბანის გამარჯვების შემთხვევაში საგანგებო გეგმებს განიხილავს.როგორც 10-მა ევროპელმა დიპლომატმა POLITICO-ს განუცხადა, ევროკავშირის ქვეყნები რამდენიმე იდეას განიხილავენ, რათა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს — და ნებისმიერ სხვა „პრობლემურ“ ლიდერს ევროპაში — ბლოკის მუშაობის შეფერხების შესაძლებლობა არ მისცენ. ეს გეგმები მოიცავს კენჭისყრის წესის შეცვლას, დაფინანსების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას და გარიცხვასაც კი.„კანონის უზენაესობის პატივისცემა გადამწყვეტია ევროკავშირის ფონდებზე წვდომისთვის“, — განუცხადა POLITICO-ს მაიკლ მაკგრატმა, ევროკომისარმა დემოკრატიის, მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და მომხმარებელთა დაცვის საკითხებში, როდესაც მას ქვეყნებისთვის უფრო მკაცრი ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ ჰკითხეს.უნგრეთში 12 აპრილს ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ POLITICO-ს გამოკითხვების მიხედვით, ორბანის პარტია „ფიდესი“ (Fidesz) პეტერ მადიარის პარტია „ტისას“ (Tisza) 9 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება, ევროკავშირი მაინც ემზადება იმ სცენარისთვის, სადაც ორბანი იმარჯვებს.ორბანი დიდი ხანია ევროკავშირისთვის „ეკალია“. სულ ახლახან მან დაბლოკა უკრაინისთვის განკუთვნილი სესხი, რომელზეც თანხმობა თავადვე განაცხადა დეკემბერში. ევროკავშირის მრავალი მაღალჩინოსნისთვის ამით წითელი ხაზი გადაიკვეთა. „ვერავინ დააშანტაჟებს ევროპულ საბჭოს, ვერავინ დააშანტაჟებს ევროპულ ინსტიტუტებს“, — განაცხადა გაბრაზებულმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ჟურნალისტებთან. „ის, რასაც უნგრეთი აკეთებს, სრულიად მიუღებელია“.შემდეგ გაჩნდა ბრალდებები, რომ ბუდაპეშტი მოსკოვთან კონტაქტს უკრაინის ომის განმავლობაში ინარჩუნებდა და რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის შეხვედრების შესვენებებს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ინფორმაციის გასაზიარებლად იყენებდა.თუ ორბანი არჩევნებში გაიმარჯვებს, „ბრძოლა წესების გარეშე დაიწყება“, — განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა, რომელმაც, სტატიის სხვა რესპონდენტების მსგავსად, ანონიმურად დარჩენა ისურვა.„ბევრი ფიქრობს, რომ [უკრაინის სესხის დაბლოკვით] წითელი ხაზი გადაიკვეთა და რაღაც უნდა გაკეთდეს — თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად რა“, — აღნიშნა მეორე დიპლომატმა.„ვთქვათ, განახლდება და უფრო მწვავე გახდება დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ ორბანს. ეს გამოიწვევს უფრო გულწრფელ და შესაძლოა, უფრო კრეატიულ მსჯელობას მის სამართავად“, — თქვა მესამე დიპლომატმა.თუ ორბანი მართლაც გაიმარჯვებს, აზრები იმის შესახებ, შეიცვლება თუ არა ის ახალი მანდატის მიღების შემდეგ, ორად იყოფა. „ის საკმარისად ჭკვიანია — ევროპულ საბჭოში ერთ-ერთი ყველაზე გონიერი პოლიტიკოსია — რათა იცოდეს, სად გადის ზღვარი“, — თქვა ერთმა მაღალჩინოსანმა. „არ მგონია, შეიცვალოს“, — აღნიშნა მეორე დიპლომატმა.  „ის ტროას ცხენია. ევროკავშირის მთელი არსი ნდობაა — ევროპის საფუძველი კი ერთად მუშაობაა“.აქ მოცემულია რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც ორბანის გამარჯვების შემთხვევაში განიხილება, პოლიტიკოს თანახმად:1. ევროკავშირის კენჭისყრის წესის შეცვლაერთ-ერთი ვარიანტია ევროკავშირის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე კვალიფიციური უმრავლესობით ხმის მიცემის (QMV) გაფართოება, როდესაც საქმე ისეთ სენსიტიურ სფეროებს ეხება, რომლებიც ამჟამად ერთსულოვნებას საჭიროებს. მაგალითად, საგარეო პოლიტიკა ან ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის (MFF) ელემენტები.ევროკავშირს ადრეც მოუწია „კრეატიულობის“ გამოჩენა უნგრეთთან მიმართებით. 2023 წელს, როდესაც უკრაინის გაწევრიანებაზე მსჯელობდნენ, მაშინდელმა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორბანს “შესთავაზა”, ოთახიდან გასულიყო ყავის დასალევად. ევროკავშირის წესებით, ერთსულოვნება დაცულად ითვლება, თუ ერთი ლიდერი არ ესწრება. შესაბამისად ორბანის არყოფნის პირობებში გამოვიდა, რომ უკრაინის ევროინტეგრაციას მხარი ერთსულოვნად დაუჭირეს.რატომ შეიძლება იმუშაოს: სამი დიპლომატი განსაკუთრებით აქტიურად უჭერს მხარს ამ ვარიანტს. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ იზრდება მზაობა, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღება უფრო ეფექტური გახდეს QMV-ის გამოყენების გაზრდით.რატომ შეიძლება ვერ იმუშაოს: ერთსულოვნების პრინციპზე უარის თქმა მასშტაბური ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ყველა ქვეყნის ერთად მუშაობა ბლოკის მთავარი პრინციპია. გარდა ამისა, წევრი ქვეყნები საგარეო პოლიტიკას ეროვნული სუვერენიტეტის არსებით ნაწილად მიიჩნევენ.2. „მრავალსიჩქარიანი“ ევროპაოთხმა დიპლომატმა ახსენა მოქნილი ფორმატების გამოყენება — არაფორმალური „მსურველთა კოალიციებიდან“ ქვეყნების მცირე ჯგუფებს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობამდე.რატომ შეიძლება იმუშაოს: ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წამოაყენა იდეა, რომ გაძლიერებული თანამშრომლობა გამოყენებულ იქნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, რათა გვერდი აუარონ ერთსულოვნების საჭიროებას.რატომ შეიძლება ვერ იმუშაოს: მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა უარი თქვა უკრაინასთან დაკავშირებულ ფინანსურ შეთანხმებებზე, ის მაინც ახერხებს ამ ძალისხმევის ბლოკირებას. „გადაუდებელ შემთხვევებში ეს შეიძლება იყოს გამოსავალი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება მაინც 27-ვე ქვეყანამ უნდა მიიღოს“, — თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა.3. აღსრულების მექანიზმების გაძლიერება და ფინანსური ზეწოლაკიდევ ერთი ვარიანტია უფრო აგრესიული აღსრულების ზომები, მაგალითად, ევროკავშირის თანხების ბლოკირება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ორბანის მიერ უკრაინის სესხის დაბლოკვა არღვევს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-4(3) მუხლს, რომელიც ქვეყნებს „კეთილსინდისიერ თანამშრომლობას“ ავალდებულებს.რატომ შეიძლება იმუშაოს: ევროკომისარმა მაკგრატმა აღნიშნა, რომ ახალი საბიუჯეტო წინადადების მიხედვით, თუ კანონის უზენაესობა დაირღვევა, გადახდების შეჩერება ან დაფინანსების დაბლოკვა უკვე რეალური შესაძლებლობაა.რატომ შეიძლება ვერ იმუშაოს: ბუდაპეშტმა უკვე განაცხადა, რომ ვეტოს დაადებს ნებისმიერ საბიუჯეტო შეთანხმებას, რომელიც კანონის უზენაესობის მკაცრ პირობებს შეიცავს. „თუ რეალური შანსია, რომ ფონდებზე წვდომა საერთოდ არ გვექნება, მაშინ რატომ უნდა ვიყოთ დაინტერესებული ასეთი ბიუჯეტის მიღებით?“ — განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ.4. ხმის მიცემის უფლების შეჩერება2018 წელს ევროპარლამენტმა აამუშავა ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც ქვეყნისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს, თუ ის ბლოკის ღირებულებებს არღვევს.რატომ შეიძლება იმუშაოს: ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ მხოლოდ ამ პროცესის დაწყებაც კი დიდ ზეწოლას ახდენს უნგრეთზე.რატომ შეიძლება ვერ იმუშაოს: ხმის უფლების ჩამორთმევას დანარჩენი 26 ქვეყნის ერთსულოვნება სჭირდება, კი (რობერტ ფიცოს მეთაურობით) ამას მხარს არ დაუჭერს.5. ევროკავშირიდან გარიცხვაყველაზე დრამატული და არარეალური ვარიანტი. ევროკავშირიდან არცერთი ქვეყანა არასოდეს გარიცხულა.რატომ შეიძლება იმუშაოს: ერთმა დიპლომატმა მიანიშნა იურიდიულ „გამოსავალზე“ — 50-ე მუხლის (გასვლის მუხლის) გადაკეთებაზე, რათა უნგრეთი აიძულონ, დატოვოს ბლოკი. მისი თქმით, ეს „არარეალურია, მაგრამ კარგი იდეაა“.რატომ შეიძლება ვერ იმუშაოს: „გარიცხვა ხელშეკრულებებში არ წერია და ჩვენს ინტერესებშიც არ შედის. რას იზამს უნგრეთი ასეთ შემთხვევაში? ის რუსეთის ორბიტაზე აღმოჩნდება“, — აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.