ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის “ტორონტო რაპტორსმა” გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქს” უმასპინძლა და 139:87 გაიმარჯვა.
პირველი მეოთხედის შუაში ორლანდო 20:14 იგებდა რის შემდეგადაც ტორონტომ 31-ქულიანი (ისტორიაში ყველაზე დიდი) გაქცევა მოაწყო, ჯამალ მოსლის გუნდმა კი თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, ქართველმა 21 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.
გოგამ პარკეტზე 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
“რაპტორსი” 42 მოგებითა და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩს 1-ელ აპრილს, “დეტროიტის” წინააღმდეგ გამართავს.
“ორლანდო” 39 გამარჯვებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და 1-ელ აპრილს, “ფინიქსს” დაუპირისპირდება.