სახელმწიფომ მედიკამენტებზე ფასი 70%-მდე განსაზღვრა, მაგრამ მეთოდოლოგიაზე შეიძლება ფიქრი, საუბარი. შეიძლება ქვეყნების შერჩევაზე ლაპარაკი. თუმცა, ფაქტია თუ 100%-ით დაიფარება, ჩვენ ამას მივესალმებით, – ამის შესახებ GM Pharma-ს წარმომადგენელმა გიორგი რამიშვილმა პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მერვე სამუშაო სხდომაზე საუბრისას დეპუტატ ზაზა ლომინაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ზაზა ლომინაძის კითხვა ეხებოდა, თუ როგორ აისახა რეფერენტული ფასების დაწესება კომპანიის საქმიანობაზე, მოუწიათ თუ არა ფასების დაკლება და შექმნა თუ არა ამან რაიმე პრობლემა წარმოებისთვის. კითხვა შეეხებოდა იმასაც, თუ რა შედეგი ექნებოდა კომპანიისთვის იმ შემთხვევაში, თუ GM Pharma-ს მიერ წარმოებული ყველა მედიკამენტი სრულად მოექცეოდა რეფერენტულ ჩამონათვალში.გიორგი რამიშვილის თქმით, გარკვეული მედიკამენტების წარმოება კომპანიამ შეწყვიტა, რადგან დადგენილ ფასებში მათი წარმოება აღარ იყო შესაძლებელი. თუმცა მისივე თქმით, კომპანია უფრო იაფი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ფასებში ჩაეტიოს.

