“ეს სიცრუეა”- რას აცხადებს მამუკა ჯუღელი?

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ნაპოლი” და ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.
“არ არის სიმართლე, ამაზე საუბარი არ ყოფილა, კრისტიანოც ჩამოსულია და ეგეთი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ჯერ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები სერიოზულად არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ჯუღელმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება. “კვარამ” მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” მაისურით ყველა ტურნირზე 28
მატჩი გამართა, თავი კი 5 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში