2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა – ერთ წელიწადში მაჩვენებელი ორჯერაა გაზრდილი

2024 წლის იანვარში ხმელთაშუა ზღვაში დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული მიგრანტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, – ინფორმაციას Euronews-ი გაეროს მიგრაციის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის მხოლოდ ერთ თვეში, ხმელთაშუა ზღვაში 100-მდე ადამიანი დაიღუპა ან გაუჩინარდა.
რაც შეეხება ერთწლიან მაჩვენებლებს – 2023 წელს 3 041 მიგრანტია დაღუპული ან დაკარგული, რაც, 2022 წელთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია (2022 წელი: 2 411 დაღუპული ან დაკარგული).
ყოველწლიურად, ათასობით ადამიანი (ძირითადად, აფრიკის ქვეყნებიდან) ცდილობს, ევროპის კონტინენტამდე მიაღწიოს. მათი უმეტესობა ამისთვის ხმელთაშუა ზღვას კვეთს, თუმცა, ხშირად, ნავები გადატვირთვას ვერ უძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა