გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, ასეთი შეტყობინებები გავგზავნო და მთელი ქვეყანა ფეხზე დავაყენო – ბექა ვარდოსანიძე

გვიან ღამით დასრულდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით დაბარებული ბექა ვარდოსანიძის გამოკითხვა. რამდენიმესაათიანი გამოკითხვიდან გამოსული “ალტ-ინფოს” წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მუქარის შემცველი წერილი სხვადასხვა უწყებაში მას არ გაუგზავნია.
„არაფერი არ მაქვს დასამალი. ტექნიკა ჩამომართვეს მთლიანად, ახლა უბრალოდ ვერ გავაგრძელებ ჩემს მაუწყებლობას და ინფორმაციის გავრცელებას. ჟურნალისტებმაც კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება იდეოლოგიურად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ბევრი ადამიანი შეიძლება იყო, ვინც, პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე, რაღაც პრივილეგიები დაკარგა, მხილება და ა.შ. შეიძლება, გამწარებული იყოს.
მე გიჟი უნდა ვიყო, რომ მეილიდან, რომელიც ასოცირებულია ჩემთან, გავაგზავნო ასეთი შეტყობინებები და მთელი ქვეყანა დავაყენო ფეხზე,“ – აცხადებს ”ალტ-ინფოს” წევრი ბექა ვარდოსანიძე.
ვარდოსანიძის ადვოკატის ინფორმაციით, უკვე დადგენილია, რომ შეტყობინება მისი დაცვის ქვეშ მყოფის ელექტრონული ანგარიშიდან გაგზავნილი არ არის.
საქმე, რომლის გამოც ჰომოფობიური განწყობებით და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი ულტრა მემარჯვენე ბლოგერი გამოიკითხა, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას ეხება. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა ვარდოსანიძის სახლშიც – ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი
ყველა მოწყობილობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით, ჩვენს ინტერესებშია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას

მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ს სენატორების და კონგრესმენების რუბიოსადმი წერილზე: ამწერილის ავტორები გამოირჩევიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგდეზინფორმაციით, მიზანმიმართული ფაქტების დამახინჯებით და დაბრალებით

ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში