ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაციის ზონას აფართოებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის საზღვართან, 2023 წლის 11 ოქტომბერი.Ayal Margolin/Flash90ისრაელი ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას წინააღმდეგ საოპერაციო ზონას აფართოებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა.
ისრაელის პრემიერის თქმით, გასცა ბრძანება, რომ “კიდევ უფრო გააფართოვონ არსებული უსაფრთხოების ზონა, რათა თავიდან იყოს არიდებული ჰეზბოლას თავდასხმის საფრთხე”. მისივე თქმით, ჰეზბოლას ჯერ კიდევ აქვს ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვების შესაძლებლობა.
ისრაელმა ლიბანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია 16 მარტს დაიწყო. ქვეყნის ამ ნაწილს ფაქტობრივად აკონტროლებს ჰეზბოლა, რომელსაც მხარს უჭერს და აიარაღებს ირანი. ჯგუფს გავლენები აქვს ბეირუთშიც.