ფრე შეფილდში და ჩაკვეტაძის კარგი შეფასებები

ჩემპიონშიფის 29-ე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „შეფილდ უენსდეის“ დაუზავდა (0:0), რომელიც სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სასტარტოში იყო, ურიგოდ არ გაისარჯა, ორი ისეთი გადადაცემა გაუკეთა პარტნიორებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მა 7.2 ქულით შეაფასა, whoscored-მა 7.1 ქულით, sofascore-მა კი 6.8-ით.
„უოტფორდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 7 მატჩში დაუმარცხებელია (2 მოგება და 5 ფრე), 41 ქულით მეცხრე ადგილზეა, პრემიერლიგაში გადასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს და 3 თებერვალს „კარდიფ სიტის“ უმასპინძლებს.
შეფილდ უენსდეი – უოტფორდი 0:0