მესისთან გამოირიცხა – სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს

ავტორიტეტულმა იტალიელმა ჟურნალისტა ფაბრიციო რომანომ უარყო ინფორმაცია, რომ “ლივერპულის” 33 წლის შემტევი მოჰამედ სალაჰი კარიერას მაიამის “ინტერში” განაგრძობს.
მისი თქმით, ეგვიპტელი -ის კლუბთან არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებს და მისი “ინტერში” გადაბარგება პრაქტიკულად გამორიცხული ამბავია.
მოგეხსენებათ, სალაჰმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “მერისაიდულ” გრანდს დატოვებს. მის სახელს საუდის არაბეთის კლუბებს უკავშირებენ და სავარაუდოდ, აფრიკელიც სწორედ ამ ქვეყანას მიაშურებს.