აღმასრულებელი ხელისუფლება განვითარების ამ ეტაპზე, ახალ იმპულსებს შეიძენს, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს მას, შედეგი უნდა იყოს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფად განვითარება – ქადაგიშვილი პრემიერის ცვლილებაზე

“მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება, განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც უკვე მიღწეულია, ახალ იმპულსებს, მიდგომებს შეიძენს, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს მას,”- ეს განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა “ღამის კურიერის” ეთერში გააკეთა.
“მიზანიც და მოტივებიც კომპლექსურია, არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ერთი მიზეზი ან ერთი მიზანი. მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ქვეყანას, განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე, ახალი იმპულსები და ახალი ენერგია სჭირდება.
ამავდროულად, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ წლევანდელი წელი, ეს არის საპარლამენტო ს წელი, როდესაც ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და მოგეხსენებათ, რომ სწორედ “ქართულ ოცნებას” ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული ამბიცია გააჩნია, რომ მიაღწიოს დამაჯერებელ გამარჯვებას და ამ დამაჯერებელი გამარჯვებით უზრუნველყოს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების გაგრძელება, აგრეთვე, ევროკავშირთან დაახლოებების პოლიტიკის მყარად გაგრძელება და ისეთი საერთაშორისო, მასშტაბური, გეოპოლიტიკური პროექტების წარმატებით რეალიზაცია, როგორიცაა, მაგალითად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის ლოჯისტიკის რეალიზაცია.
სწორედ ამ ბევრი, კომპლექსური მიზნის მიღწევას ემსახურება ის პოლიტიკური ცვლილებები, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდის გადაწყვეტილებით ხდება პარტიაში. ეს, ერთი მხრივ, აძლიერებს პარტიას, რადგან პარტიის თავმჯდომარის სახით ჩვენ ვიღებთ ნამდვილად წარმატებულ პოლიტიკოსს და წარმატებულ პრემიერს, რომელიც საარჩევნო კუთხით, თავისი ბევრი გამორჩეული თვისებებით და, მათ შორის, განვლილი მუშაობით როგორც პრემიერ-მინისტრისა, არის ნამდვილად ლიდერი და ფართო მასებში დიდ მხარდაჭერას პოულობს და, ამავდროულად, მთავრობა ირაკლი კობახიძის სახით, რომელიც აგრეთვე დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია, ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც, შეიძლება, ხვალინდელი დღის პოლიტიკოსიც ვუწოდოთ.
მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც უკვე მიღწეულია, ახალ იმპულსებს, მიდგომებს შეიძენს, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს მას და ამ ყველაფრის შედეგი უნდა იყოს არა მხოლოდ “ქართული ოცნების” გამარჯვება, არამედ ის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს და ქვეყანაში პროცესები კიდევ უფრო ხელშესახებად წავიდეს წინ,”-აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა

ზურაბიშვილი ყველა საშუალებით ეძებს საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გადაწევის საბაბს და ხელისუფლებაში დარჩენის გზებს, ამისათვის კი ცდილობს, ყველა უსინდისო და მოღალატეობრივი საშუალების გამოყენებას