“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნების მოგება – დავით კირკიტაძე

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია ს მოგება. მათი მიზანი ის არ არის, რომ ქვეყანაში ეს მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიცვალოს,”- ეს განცხადება დავით კირკიტაძემ “რამის კურიერის” ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, საჭიროა ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას იმისთვის, რომ მოსახლეობამ ქვეყანა აღარ დატოვოს.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მიზანია არჩევნების მოგება. მათი მიზანი ის არ არის, რომ ქვეყანაში ეს მძიმე ეკონომიკური ვითარება შეიცვალოს და არც მალავენ ამას. მათი მთავარი მიზანი ის არ არის, რომ ქვეყანაში ღირსეული დასაქმების ადგილები შეიქმნას. მათი მთავარი მიზანი, სამწუხაროდ, არ არის ის, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახურები შექმნან.
ახლა 15 წუთი ვუსმენდი სტუმარს, რომელიც მოსული იყო თქვენთან “ქართული ოცნებიდან” და ერთხელ არ უხსენებია, რომ ამ ქვეყანაში საჭიროა შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იმიტომ, რომ აქედან ხალხი აღარ გაიქცეს. ჩვენ, როდესაც სტუდიიდან გავალთ, შეგვიძლია შევიაროთ ნებისმიერ მაღაზიაში და იქ ჰკითხოთ დასაქმებულს ადამიანებს, რამდენი აქვთ მათ ხელფასი და აღმოაჩენთ, რომ მათი ხელფასი ახლოსაც კი არ არის იმასთან, რამხელა შრომასაც ისინი დებენ ყოველდღიურად იმისათვის, რომ ის მცირედი შეიტანონ სახლში.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ეს იქნება მაშინ და იმ ქვეყნებში, სადაც იწარმოება მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქცია. აი, იქ ექმნებათ ადამიანებს საშუალება, რომ ღირსეულად დასაქმდნენ. ღირსეული დასაქმების შემთხვევაში, გარწმუნებთ, არავინ ამ ქვეყანას არ დატოვებდა და სწორედ ამას აკეთებს “ქართული ოცნება”, რომ საქართველოს მოქალაქეს მოუსპოს ყველა საშუალება საკუთარ ქვეყანაში ნიჭის გამოვლენის,”- აცხადებს დავით კირკიტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა

ზურაბიშვილი ყველა საშუალებით ეძებს საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გადაწევის საბაბს და ხელისუფლებაში დარჩენის გზებს, ამისათვის კი ცდილობს, ყველა უსინდისო და მოღალატეობრივი საშუალების გამოყენებას