შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის სამთავრობო გუნდში შესაძლო გადასვლაზე – არ გადაინაცვლებს, ვფიქრობ, ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას

პარლამენტის თავმჯდომარე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ სამთავრობო გუნდში გადაინაცვლოს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, უმრავლესობის სხდომაზე ალბათ იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერის სტატუსი შეითავსოს.
„არა, არ გადაინაცვლებს, პირიქით, როცა ვსაუბრობთ ირაკლი კობახიძის გადასვლაზე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უპირველეს ყოვლისა უმრავლესობის დანაკლისია, ვინაიდან, მას განსაკუთრებული როლი ჰქონდა მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობაში, უმრავლესობის შიდა მობილიზებისთვის, ერთიანი პოზიცირებისთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერს.უმრავლესობის სხდომაზე ალბათ იქნება შეთავაზება, რომ ფრაქციის თავმჯდომარემ შეითავსოს უმრავლესობის ლიდერის სტატუსი. ეს არ გახლავთ თანამდებობა, არის სტატუსი და მამუკა მდინარაძე არის ის ადამიანი ჩვენს გუნდში, რომელიც მთავარი გამაერთიანებელი და ამავე დროს მთავარი ენერგიის მიმცემია ხოლმე ყველა გარემოებაში, მათ შორის როგორც გუნდის შიგნით ურთიერთობაში, ასევე ოპოზიციასთანაც კომუნიკაციაში. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგად და ორგანულად გაუძღვება უმრავლესობის ლიდერობის პოზიციას“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ