დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:
ისე, ზელენსკიში “კლოუნის” დანახვა, მხოლოდ იდიოტს შეეძლო.
კაცი იყო კომიკოსი. სატირიკოსი. ანუ ჭკვიანი ტიპი იყო “აპრიორი”.
მაქსიმუმს აკეთებს იმ რესურსებით, რაც უკრაინას აქვს. ჯერ ეომება მონსტრს, მერე ამ ომში არც არჩევანი ჰქონდა, რომ ეს ომი აეცილებინა, არც საშუალება აქვს ეს ომი ერთპიროვნულად შეაჩეროს, არც მოკავშირეების დახმარების ხარისხი არის მთლად “გასაგიჟებელი” (ვიყოთ გულწრფელნი).
და ამ დროს არაბეთის მონარქიებში ჩავიდა, გუშინ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს და ფაქტიურ მმართველს შეხვდა, დღეს ემირატებშია.
იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ჩასულია რეგიონში, სადაც რაკეტები და დრონები დაფრინავენ, ამაზე გაცილებით დიდი სიმამაცე აქვს გამოჩენილი, კუპიანსკშია “0”-ზე ჩასული.
როგორც უნდა დასრულდეს ომი, მარტო ის ფაქტი რას ნიშნავს, რომ აქამდე მოაღწიეს უკრაინელებმა – თავიანთი უდიდესი გმირობის, შრომის, ნიჭის და მსხვერპლის ფასად.
განსაკუთრებით “ნიჭიერებისთვის” – უკრაინას არ შეეძლო ამ ომის აცილება. 2014 წლიდან გადაწყვეტილი ჰქონდა პუტინს ომი.
ამ ომს ისე ვერ აიცილებდა უკრაინა, როგორც თქვენ ვერ შეძლებთ ქუჩაში ცოფიანი ძაღლის კბენა აიცილოთ.
«Хай живе вільна Україна»




