რიგი ინგლისური გამოცემები იტყობინებიან, რომ „არსენალი“ სერიოზულადაა დაინერესებული პსჟ-ს გარემარბით ხვიჩა კვარაცხელიათი.
ჟურნალისტმა და „მეთოფეთა“ გულშემატკივარმა პირს მორგანმა, სოციალური ქსელით ლონდონურ კლუბს მოუწოდა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ქართველი შეიძინონ:
„არსენალი“ „კვარას“ დამატებას ცდილობს. არ დაზოგო ფული, არტეტა! ის შესანიშნავია“.
თუმცა, ტრანსფერის განხორციელება თითქმის შეუძლებელია.
„დეილი მეილის“ ცნობით, „არსენალი“ კვარაცხელიას მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად განიხილავს, მაგრამ არც პარიზული კლუბი და არც თავად ფეხბურთელი წინადადების განხილვასაც არ აპირებენ.
ხვიჩას „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 90 მილიონი ევროა.