საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავეებმა-ანასტასია გუბანოვამ, დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ფიგურულმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში 128,89 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 198,81 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა.
დღეს ასევე მაყურებლის წინაშე წარდგა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი, მათ რიტმულ ცეკვებში მსაჯებისგან 79,34 ქულა დაიმსახურეს და მეათე ადგილი დაიკავეს.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული შედეგია.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის