ერევანი სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს

9
სომხეთის დედაქალაქი ერევანი 4-5 მაისს სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტს უმასპინძლებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
„მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა, ჩვენი სტრატეგიული დღის წესრიგით ხელმძღვანელობით“, – წერს ფაშინიანი.