პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს 1:0 ამარცხებს.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი – ბერიაშვილი, გადრანი და გ. მამაგეიშვილი დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 31-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ მეტოქის მეკარის და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით ვერ ისარგებლეს. აქედან მოყოლებული მასპინძელთა იერიშები უფრო მწვავე გახდა, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ლოჩოშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი კვარაცხელიამ თავის საფირმო სტილში გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს შანსი მოწინააღმდეგესაც მიეცა, თუმცა ხალაილის დარტყმული ბურთი ბერიაშვილმა დაბლოკა.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო – ისრაელი
საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი, წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე
გოლი: კვარაცხელია (36)