[VIDEO] კვარაცხელიას დუბლი – საქართველოს ნაკრები ისრაელს ფრედ ეთამაშა

საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში საკუთარ მოედანზე ისრაელს დაუზავდა – 2:2.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი – ბერიაშვილი, გადრანი და გ. მამაგეიშვილი დააყენა. ჩვენი გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ, პირველი მომენტი მხოლოდ 31-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ მეტოქის მეკარის და მცველის შეუთანხმებელი მოქმედებით ვერ ისარგებლეს. აქედან მოყოლებული მასპინძელთა იერიშები უფრო მწვავე გახდა, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ლოჩოშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, ცოტა ხანში კი კვარაცხელიამ თავის საფირმო სტილში  გაიტანა. პირველი ტაიმის დასასრულს შანსი მოწინააღმდეგესაც მიეცა, თუმცა ხალაილის დარტყმული ბურთი ბერიაშვილმა დაბლოკა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები გააქტიურდნენ, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას ჩვენი გუნდის ახალმა კაპიტანმა ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა. ისრაელმა ისევ შემოგვიტია, ორი გოლი გაგვიტანა და ანგარიში გაათანაბრა. საქართველოს ნაკრები ბურთს ვერ იჭერდა, თამაშს ვერ აკონტროლებდა, ნახევარდაცვა საერთოდ გამოთიშული იყო. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა – მიქაუტაძის, მექვაბიშვილის და გადრანის ნაცვლად მოედანზე გულიაშვილი, მამუჩაშვილი და კვერნაძე შეუშვა. თუმცა, ამით არაფერი შეიცვალა.
შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 29 მარტს გასვლაზე ლიეტუვასთან ჩაატარებს.
თბილისი. „მიხეილ მესხი“
საქართველო – 2:2
საქართველო: მამარდაშვილი, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, გადრანი (კვერნაძე 75), წიტაიშვილი, მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი (მამუჩაშვილი 75), გაგნიძე, კიტეიშვილი (დავითაშვილი 56), კვარაცხელია, მიქაუტაძე (გულიაშვილი 75)
გოლები: 1:0 კვარაცხელია (36), 2:0 კვარაცხელია (54), 2:1 მიზრაჰი (60), 2:2 განდელმანი (64)