ისრაელთან სახლში ფრედ დასრულებულ ამხანაგურ მატჩში (2:2), საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, შეხვედრის შემდეგ კი სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა:
„ვფიქრობ, რაღაც დადებითი მომენტებიც დავინახეთ. სექტემბრამდე დიდი დრო გვაქვს და მუშაობას გავაგრძელებთ. თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად ემზადება, რათა იმ დროისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს. იმედი მაქვს, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ქართველ გულშემატკივარს უნდა.
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებში თამაში მიხარია. ყოველი გოლი ჩემთვის ემოციურია. თქვენც ხედავთ ამხანაგურ მატჩშიც როგორ მიხარია გატანა. გავაგრძელებ მუშაობას და ვეცდები, კიდევ უფრო მეტად დავეხმარო ნაკრებს“.