1 გოლი ჟირუსთან გათანაბრებამდე – მბაპე რეკორდსმენი სავარაუდოდ, მალე გახდება

საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ბრაზილიას 2:1 სძლია. “მამლები” 32-ე წუთზე კილიან მბაპემ დააწინაურა, რომლისთვისაც ეს ეროვნულ გუნდში 56-ე გოლი აღმოჩნდა.
“რეალის” თავდამსხმელს ახლა ყველა დროის რეკორდსმენ ოლივიე ჟირუს რეკორდის გამეორებასთან 1 ბურთი აშორებს.
ამჟამად “ლილის” ფორვარდმა საფრანგეთის ნაკრებში ჩატარებულ 137 მატჩში მეტოქეთა კარი 57-ჯერ აიღო, მბაპემ კი 56 გოლი 95 დაპირისპირებაში გაიტანა.
“მამლები” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 29 მარტს კოლუმბიასთან გამართავენ და კილიანიც აბსოლიტური რეკორდის დამყარებას შეეცდება.