ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ლატვიას დაუზავდა – 1:1.
მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მახვილი კუთხიდან სიგუამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ახლო მანძილიდან კი ჩიქოვანს მეკარე პარფიონოვსმა არ გაატანინა. სტუმრები სწრაფი კონტრიერიშებით გვპასუხობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ბერუაშვილი. პირველი ტაიმის დასასრულს გვასალიამ მოედნის ცენტრში ვარდნაში პატრიკეევსი წააქცია, განსაკუთრებულ უხეშობას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ კვიპროსელმა მსაჯმა ფელასმა ქართველი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სვანაძე იძულებული გახდა უმალ ტაქტიკური ცვლილება განეხორციელებინა – ჩიქოვანის ნაცვლად მოედანზე გიუნაშვილი შეუშვა.
მიუხედავად იმისა, რომ რიცხობრივ უმცირესობაში იმყოფებოდა, საქართველოს ნაკრებმა შეტევები გააგრძელა და სწრაფი კონტრიერიშისას გოლი მიიღო. ჩვენი გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომლის თამაში შეცვლაზე შესულმა ცეხცლაძემ გაამწვავა, არ დანებდა და ეგოინის გოლით ანგარიში გაათანაბრა. ირაკლის კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი „მაკრატელა“ პარფიონოვსმა მოიგერია.
საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 31 მარტს მალტას უმასპინძლებს.
ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
საქართველო – ლატვია 1:1
გოლები: 0:1 სტროდსი (53), 1:1 ეგოიაინი (85)
გაძევება: გვასალია (41, საქართველო)
საქართველო: ბერუაშვილი, ხარებაშვილი (ტაბატაძე 73), ნარიმანიძე, ამისულაშვილი (პარკაძე 73), გვასალია, ეგოიანი, დადიანი, სიგუა, ბართიშვილი (დეისაძე 73), ჯაფარიძე (ცეცხლაძე 61), ჩიქოვანი (გიუნაშვილი 44)
