საქართველოს ნაკრები 2026 წელს იწყებს. დღეს, 26 მარტს, ქართული ფეხბურთისთვის ისტორიულ დღეს, ისრაელის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ვუმასპინძლებთ – 21:00 საათზე, “მიხეილ მესხზე”.
შემადგენლობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვილი სანიოლი ბევრ ცვლილებასა და ახალი სახეების გამოცდას, მატჩის სტატუსის მიუხედავად, არ აპირებს. ფრანგ მთავარ მწვრთნელს ამის გაკეთება მაინც მოუწევს. მაგალითად, დაცვაში გურამ კაშია უნდა შეცვალოს. გუნდთან ერთად ოთარ კაკაბაძე და გიორგი ქოჩორაშვილი არ არიან.
თუკი მიზანი ისაა, შემოდგომისთვის შემადგენლობა ახალ ტაქტიკასთან ადაპტირდეს, ამას ერთად დავინახავთ. ჩვენი კითხვა პრესკონფერენციაზე იმას შეეხებოდა, ზოგიერთი შემტევის საერთოდ არმიწვევას ან მათთვის მცირე დროის გამოყოფას, ხომ არ აჯობებდა, მათ დაცვაში თამაშზე გვეფიქრა. მსგავსი პრაქტიკა ლევან შენგელიასა თუ გიორგი წიტაიშვილის შემთხვევაში გვაქვს. მეორე მხრივ, ეს კონკურენციას დაცვის ფლანგებზეც გაზრდის. დაველოდებით, სანიოლი ამხანაგურებს ამ კუთხით რამდენად გამოიყენებს.
საბა გოგლიჩიძე რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ეს დაცვის ცენტრში უფრო მეტ ცვლილებას გვპირდება. ლაშა დვალი დაბრუნდა და ძირითადში ადგილსაც მიიღებდა, მაგრამ მისი პირდაპირი კონკუტენტი ლუკა ლოჩოშვილი გამოდის. ლუკა გადრანიც აქ თამაშობს. მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ილია ბერიაშვილს ან ივა გელაშვილს ველით.
საქართველოს ნაკრები 4-მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ახალი კაპიტნით, ხვიჩა კვარაცხელიათი ითამაშებს და ეცდება, გულშემატკივრებს ოპტიმიზმი კვლავ დაუბრუნოს.
“კვარა”, ისევე როგორც გიორგი მიქაუტაძე, ეცდებიან, სანაკრებო გოლების რაოდენობა გაზარდონ.
ისრაელის ნაკრებიც B ლიგაშია. მათ სოლომონი დააკლდებათ, “ვილიარეალიდან” “ფიორენტინაში” რომ გადავიდა. ყველაზე სახიფათო “აიაქსელი” გლოხი იქნება.
თბილისურ მატჩი საქართველოს ნაკრების ოპტიმალურ შემადგენლობას ველით, ლიეტუვაში – ცვლილებებს. გიორგი ჩაკვეტაძემ მზადება ინდივიდუალურად დაიწყო და ეგ გვაფიქრებს. სანიოლმა თქვა, რომ ამხანაგური მატჩისთვის რისკი არ ღირს.
სავარაუდო შემადგენლობა ისრაელთან: მამარდაშვილი – გოჩოლეიშვილი, ბერიაშვილი(ან გელაშვილი), ლოჩოშვილი, აზაროვი – კიტეიშვილი, გაგნიძე, წიტაიშვილი – დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.