მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
8
წაკითხვა
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
მათ მეუფე ისაიამ მისწერა: “ამ საკითხზე მე არავისთან მისაუბრია”. ხოლო დამაზუსტებელ კითხვაზე დაამატა — “თუ არავისთან მისაუბრია, როგორ მოვხსნიდი?”.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიმ კანდიდატურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ მოხსნა, მთავრობის პროპაგანდისტმა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე “უცნობმა” გაავრცელა.
“ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას, რა უნდა გააკეთოს სინოდის წევრებმა. ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ”, — განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქს ჰყავს ეპისკოპოსები, რომლებიც 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს თავად ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღოს”. მისივე თქმით, ამ კანდიდატებს შორის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო არ არის.
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”
“მე ეგენი [პატრიარქობა] არ მაინტერესებს, მე ვარ უფრო იდეური ადამიანი. მე ამ მაიმუნობებთან რა საქმე მაქვს, ინტრიგებთან, რომელიც ყოველდღიურობაში ხდება ცხოვრებაში. არასდროს მე ლიდერის, პირველი პირობის სურვილი არც გამჩენია, არც მექნება. …გარდა ჩემი აზრისა, პატრიარქსაც სურვილი ჰქონდა, საუბარი როცა იყო… არის ასეთი ეპისკოპოსები, ჰყავს პატრიარქს, ოღონდ ცოტა 60 წელზე მეტის არიან, რომელთაგან ორს მე ვისურვებდი, რომ ეს ტვირთი აიღოს, თუ ისინი ამას შეძლებენ. თუ ღმერთი ამას ინებებს და მას მისცემს ამ ჯვარს და ამ ტვირთს, გაიგებთ და იტყვით, რომ რა სწორი იყოო”, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოზე საუბრისას მან თქვა, რომ პატრიარქობა “ძალიან დიდი ტვირთია და თუ თვითონ მას უნდა პატრიარქობა და შეძლებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. ის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამების საკათედრო ტაძრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს — დაკრძალვის დღე (ფოტოები)
საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს ახალი პატრიარქი?
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ მოსაყდრე იწვევს წმინდა სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად. წმინდა სინოდი ირჩევს გაფართოებულ კრებაზე წარსადგენ 3 კანდიდატს. წმინდა სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც. სინოდში ახლა 39 წევრია. ხმოსნების არსებული რაოდენობით პატრიარქად ასარჩევად კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს.
სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ.
კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მღვდელმთავრები.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმინდა ათორმეტთა მოციქულთა სახელობის საპატრიარქო ტაძარში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი; 2. უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება; 3. ასაკით უნდა იყოს არანაკლებ 40 წლისა და არაუმეტეს 70 წლისა, უნდა იყოს ბერი.
ტელეკომპანია “ფორმულას” ცნობით, სინოდის 39 წევრიდან 9 მათგანი 70-ს გადაცილებულია.
კომენტარები
გადახედვა
მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
8 წუთის წინ
მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
გადახედვა
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
2 საათის წინ
ნახეთ: მელანია ტრამპი თეთრ სახლში ჰუმანოიდ რობოტთან ერთად გამოჩნდა
გადახედვა
Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები
2 საათის წინ
Meta-მ შეგნებულად დააზიანა ბავშვების მენტალური ჯანმრთელობა — ნაფიცი მსაჯულები
გადახედვა
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
3 საათის წინ
მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა
3 საათის წინ
გახლეჩილი მიწა — რომანი, რომელმაც უამრავი მკითხველი მონუსხა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
3 საათის წინ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია
3 საათის წინ
მგზავრობისას ფანჯარაში ყურების მაგია
გადახედვა
NATO-ს ანგარიში: NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაფასდა პრიორიტეტების მიხედვით
3 საათის წინ
NATO-ს ანგარიში: NATO-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაფასდა პრიორიტეტების მიხედვით
საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
4 საათის წინ
საქართველოს ბანკმა 2025 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში წარადგინა
გადახედვა
ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა
4 საათის წინ
ჩინეთს 14-15 მაისს ეწვევა
გადახედვა
ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი მთავარეპისკოპოსი გახდა
4 საათის წინ
ისტორიაში პირველად, ანგლიკანური ეკლესიის წინამძღოლი ქალი მთავარეპისკოპოსი გახდა
საგაზაფხულო შეთავაზებები სითი მოლში
4 საათის წინ
საგაზაფხულო შეთავაზებები სითი მოლში
გადახედვა
რუსი დეპუტატები -ში ჩავიდნენ
5 საათის წინ
რუსი დეპუტატები -ში ჩავიდნენ
გადახედვა
: “რუსთავი 2” არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება “ჯორჯიან მანგანეზისაგან” ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით
5 საათის წინ
რომან გოცირიძე: “რუსთავი 2” არის კრიმინალური კომპანია, იგი ფინანსდება “ჯორჯიან მანგანეზისაგან” ანუ ზესტაფონისა და ჭიათურის მშრომელებისაგან მოპარული ფულით
საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო
6 საათის წინ
საქართველოს ბანკის გაორმაგებული გზავნილების აქცია დაიწყო
გადახედვა
პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა
6 საათის წინ
პირველი სატელეფონო ზარის ისტორია — 9 სიტყვა, რომელმაც სამყარო შეცვალა
გადახედვა
ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — ელენე ხოშტარიას განაჩენზე
6 საათის წინ
ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა — ელენე ხოშტარიას განაჩენზე
არ გადაყარო, ჩააბარე! — მოტორსის გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
6 საათის წინ
არ გადაყარო, ჩააბარე! — მოტორსის გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
გადახედვა
ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
6 საათის წინ
ნახეთ: ჰარი პოტერის მსახიობები ფილმებში VS სერიალში (ფოტოები)
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
7 საათის წინ
როგორ ზემოქმედებს კლიმატის ცვლილება წყალზე — მსოფლიო წყლის კრიზისის წინაშე
გადახედვა
CIVICUS Monitor საქართველოში სამოქალაქო სივრცეს “რეპრესირებულად” აფასებს
8 საათის წინ
CIVICUS Monitor საქართველოში სამოქალაქო სივრცეს “რეპრესირებულად” აფასებს
კვირის ტოპ-5
მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ არის 2 ეპისკოპოსი, რომლებზეც ისურვებდა, რომ პატრიარქობის “ტვირთი აიღონ”3616 ნახვა
Forbes-ის რეიტინგით, 100 ქართველ უმდიდრეს მეწარმეს შორის 7 მოქმედი პოლიტიკოსია2965 ნახვა
რომელი კომპანიები ათავსებენ რეკლამას სანქცირებულ “იმედსა” და “პოსტვ”-ზე?951 ნახვა
ირანის კრიზისი ისლამური რევოლუციის შემდეგ და საქართველო-ირანის ურთიერთობების პერსპექტივა625 ნახვა
“ვლადიმერ პუტინის სახელით სამძიმრის სიტყვები გადაეცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და მთელ ქართველ ხალხს”601 ნახვა
გირჩევთ
სახლი
ტესტი: რა მანძილი გაშორებს ოცნების სახლამდე?
ტესტი: რა მანძილი გაშორებს ოცნების სახლამდე?
გადახედვა
კრიმინალი
: კახეთში კაცმა ორსულ ცოლზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა
: კახეთში კაცმა ორსულ ცოლზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა
გადახედვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
დონალდ ტრამპის თქმით, ირანი მოლაპარაკებებში ჩართვას საკუთარი ხალხის შიშის გამო მალავს
ფსიქოლოგია
რატომ გვეკარგება მადა, როცა შეყვარებულები ვართ?
რატომ გვეკარგება მადა, როცა შეყვარებულები ვართ?
გადახედვა
პოლიტიკა
: აშშ, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონბასის დატოვებას ითხოვს
: აშშ, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, უკრაინისგან დონბასის დატოვებას ითხოვს
გადახედვა
კრიმინალი
პირს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ ₾6 მლნ-ზე მეტს მოტყუებით დაეუფლა, ბრალი წარუდგინეს
პირს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილ ₾6 მლნ-ზე მეტს მოტყუებით დაეუფლა, ბრალი წარუდგინეს
ეკონომიკა
-ს შეთავაზება მომხმარებლებს — ისარგებლეთ 50%-იანი ქეშბექით ისთ ფოინთის ახალ სივრცეში
-ს შეთავაზება მომხმარებლებს — ისარგებლეთ 50%-იანი ქეშბექით ისთ ფოინთის ახალ სივრცეში
გადახედვა
პოლიტიკა
თამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო
თამარ იოსელიანმა ამერიკულ დელეგაციას ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო და სარკინიგზო განვითარების გეგმები გააცნო
გადახედვა
პოლიტიკა
: გულწრფელად კმაყოფილია, რომ ხალხთა შორის კონტაქტები და ეკონომიკური თანამშრომლობა აღმავალი ტრაექტორიით ვითარდება
მარია ზახაროვა: რუსეთი გულწრფელად კმაყოფილია, რომ ხალხთა შორის კონტაქტები და ეკონომიკური თანამშრომლობა აღმავალი ტრაექტორიით ვითარდება
ეკონომიკა
ბაზისბანკი თეატრალური სივრცის — თოჯინების სახლის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ბაზისბანკი თეატრალური სივრცის — თოჯინების სახლის გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
ირაკლი : ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასა თუ ამნისტიაზე
9 საათის წინ
“ვიდრე არ არის აღიარება, ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან…
: ოპოზიციის წარმომადგენლებს მორალური თვალსაზრისით არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში
საშობაოდ ჰოგვორტსში დავბრუნდებით — ნახეთ ჰარი პოტერის სერიალის პირველი ტრეილერი
მოშინაურების უძველესი მტკიცებულება — თურქეთში 16 000 წლის წინანდელი ძაღლის ნამარხი აღმოაჩინეს
რას გვიჩვენებს 60 000 წლის წინანდელი გეომეტრიული ნიმუშები — როგორ იბადებოდა გეომეტრია