ბრუნო და “მანჩესტერი” სრულდება? – პორტუგალიელი “იუნაიტედის” დატივებას სერიოზულად განიხილავს

talkSPORT-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” 31 წლის ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ გუნდში გადასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს.
გასულ წელს პორტუგალიელს საუდის არაბეთის კლუბების რიგი ედგა და ახლაც მის მიმართ სერიოზული ინტერესია. ბრუნოს კონტრაქტში, რომელიც 2027 წლის ზაფხულში სრულდება, არის 57 მილიონი ფუნტის გამოსყიდვის პუნქტი, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია.
თავის მხრივ, “წითელი ეშმაკები” ერთ-ერთ ლიდერთან განშორებას არ აპირებენ და ფეხბურთელს ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობენ. თუ ფერნანდეშმა “ოლდ ტრაფორდიდან” აბარგება მაინც გადაწყვიტა, მაშინ “მანჩესტერი” “ნოტინგემიდან” მორგან გიბს-ვაითის ტრანსფერს შეეცდება.