სამი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მილიონერი

Forbes Georgia-ს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს 100 უმ­დიდ­რეს მე­წარ­მეს შო­რის, სამი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მი­ლი­ო­ნე­რია. მე-19 ად­გილ­ზე გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე მოხ­ვდა. 27 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 600,03 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. 95-ე ად­გილ­ზე გა­სუ­ლი და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი კი სი­ა­ში ახალ­გაზ­რდაა, 25 წლის. სი­ა­ში ვხვდე­ბით კი­დევ ერთ 25 წლის მი­ლი­ო­ნერს, დი­მიტ­რი ნიშ­ნი­ა­ნი­ძეს, ის 37-ე ად­გილს იკა­ვებს 324,52 მი­ლი­ო­ნით.

გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე

სა­პა­ტიო ოცე­უ­ლის, მე-19 ად­გი­ლოს­ნის­თვის ციფ­რე­ბი მხო­ლოდ „სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი“ არ არის. გი­ორ­გი იმ ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ბა­ბუ­ამ, ლე­გენ­და­რულ­მა აკა­დე­მი­კოს­მა ფრი­დონ თო­დუ­ამ და­ტო­ვა.

18 წლის ასაკ­ში და­წყე­ბუ­ლი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა

გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძემ „თო­დუ­ას კლი­ნი­კის“ მარ­თვა 2017 წელს, სულ რა­ღაც 18 წლის ასაკ­ში, ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ი­ბა­რა. მა­შინ, როცა მისი თა­ნა­ტო­ლე­ბი მხო­ლოდ სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, მას ქვეყ­ნის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ბედი და ასე­უ­ლო­ბით თა­ნამ­შრომ­ლის მო­მა­ვა­ლი მი­ან­დეს.

მისი გა­ნათ­ლე­ბა შთამ­ბეჭ­და­ვია: ლონ­დო­ნი, შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია – გი­ორ­გიმ მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სას­წავ­ლებ­ლებ­ში აით­ვი­სა ბიზ­ნე­სის მე­ნე­ჯმენ­ტი, რათა ქარ­თულ მე­დი­ცი­ნა­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი, და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტი და­ე­ნერ­გა.

„ჯან­მრთე­ლო­ბაა წარ­მა­ტე­ბის სა­წყი­სი“

მი­უ­ხე­და­ვად მი­ლი­ო­ნე­ბი­სა და გი­გან­ტუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­სა, ახალ­გაზ­რდა მე­ნე­ჯე­რი მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბად მა­ინც ადა­მი­ა­ნურ ნდო­ბას მი­იჩ­ნევს.

„ფიქ­რი, რო­მე­ლიც ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა მო­მენ­ტში თან მსდევს, არის იმ ნდო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თო­დუ­ას კლი­ნი­კის­თვის უკვე 35-წლი­ა­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ჩემი სურ­ვი­ლია, პა­ცი­ენ­ტის პირ­ვე­ლი აზრი აღარ იყოს უცხო­ეთ­ში წას­ვლა,“ – ამ­ბობს გი­ორ­გი დი­ა­სა­მი­ძე მე­დი­ას­თან.

ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ახალ­გაზ­რდა მო­თა­მა­შე: და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი

ქარ­თულ ბიზ­ნეს-ელი­ტა­ში 25 წლის ასაკ­ში მოხ­ვედ­რა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, თუმ­ცა და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი ამას ახერ­ხებს. 88 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ქო­ნე­ბით, იგი რე­ი­ტინ­გის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა წევ­რია.

და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი ფლობს 40%- იან წილს შპს „აი-ბი-ჯი ჰოლ­დინ­გში“, რო­მე­ლიც და­არ­სდა 2017 წელს და მისი მთა­ვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა არის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის გა­ყიდ­ვა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­გა­რან­ტიო მომ­სა­ხუ­რე­ბა. და­ვით ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი­სა და სპორ­ტის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლის შვი­ლია.

ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვილს შვი­დი შვი­ლი ჰყავს. წლე­ბის წინ წინ ჟურ­ნალ თბი­ლი­სებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და:

– ეს მარ­ტო ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩემს მე­უღ­ლეს მად­ლო­ბა, რომ ჩვენ ასე­თი ოჯა­ხი შევ­ქმე­ნით. ჩემი მე­უღ­ლე წმინ­და ნი­ნოს ტა­ძარ­ში გა­ვი­ცა­ნი. ის, თა­ვი­სი სი­კე­თი­თა და პა­ტი­ოს­ნე­ბით, სულ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­შია. შვი­დი შვი­ლი­დან ხუთი სა­კე­ის­რო კვე­თით გა­ა­ჩი­ნა. რომ არა ღვთის ნება, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. გმი­რი და თავ­და­დე­ბუ­ლი დე­დაა და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მის ვალ­ში ვიქ­ნე­ბი ამ თავ­და­დე­ბის გამო. პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გია, მაგ­რამ, არ მუ­შა­ობს. ბავ­შვებს ზრდის – ესაა მისი მთა­ვა­რი საქ­მე, თუმ­ცა, ბევრ ბიზ­ნეს­შია ჩემი პარტნი­ო­რი. საქ­მე­შიც ისე­თი სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რია, რო­გორც სახ­ლში (იცი­ნის).

ჩვე­ნი შვი­დი­ვე შვი­ლი ტა­ძარ­ში და­დის, რი­თაც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ოთხი ბიჭი მყავს – და­ვი­თი, გი­ორ­გი, ცოტ­ნე, იო­ა­ნე. პირ­ველ შვილს დე­დის სა­ხე­ლი – თა­მა­რი და­ვარ­ქვი, მე­ო­რეს, სი­დედ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად – რუ­სუ­და­ნი. ისე­თი სი­დედ­რი მყავს, „შა­ქარ დე­დას” ვე­ძა­ხი. სი­დედ­რი მო­ხე­ვე მყავს, სი­მამ­რი – რაჭ­ვე­ლი, ოღონდ, სა­უ­კე­თე­სო რაჭ­ვე­ლია – მე­სა­მე შვი­ლიშ­ვილ­ზე მიხ­ვდა, რომ სიძე ვი­ყა­ვი, მა­ნამ­დე ხან ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ვე­გო­ნე, ხან – მე­გო­ბა­რი. ვცდი­ლობ, ვიყო კარ­გი მამა; გო­გო­ნე­ბის მე­სა­ი­დუმ­ლე ვარ, რა­ზეც დედა ჩი­ვის (იცი­ნის). ჩემი რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, შა­ბათ-კვი­რა ჩემს ოჯახს ეკუთ­ვნის. გვაქვს ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რა­საც არ ვარ­ღვევთ – გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა, ლა­მაზ კუ­თხე­ში ყოფ­ნა, ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია და ხე­ლოვ­ნე­ბა – ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა ჩვე­ნი ერის დიდი მო­ნა­პო­ვა­რია.

კი­დევ ერთი 25 წლის მი­ლი­ო­ნე­რი დი­მიტ­რი ნიშ­ნი­ა­ნი­ძეა. დი­მიტ­რი ფლობს 34%-იან წილს კომ­პა­ნია “შარმ ტრე­ი­დინ­გში” 2000 წელს და­არ­სე­ბუ­ლი ეს გი­გან­ტი ბა­ზარ­ზე მრა­ვალ მსოფ­ლიო ბრენ­დს წარ­მო­ად­გენს და სა­კუ­თა­რი სატ­რან­სპორ­ტო თუ სა­სა­წყო­ბო სიმ­ძლავ­რე­ე­ბით ოპე­რი­რებს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ძველ თბი­ლის­ში: ის არის კომ­პა­ნია „მე­ი­და­ნის“ 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. ეს კომ­პა­ნია ფლობს კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბის ვრცელ პორ­ტფელს თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ და ის­ტო­რი­ულ ნა­წილ­ში. ეს მსხვი­ლი აქ­ტი­ვე­ბი დი­მიტ­რიმ მა­მის­გან, ბიზ­ნეს­მენ ზაზა ნიშ­ნი­ა­ნი­ძის­გან მი­ი­ღო, რო­მე­ლიც 2025 წელს აქ­ტი­ურ ბიზ­ნესს საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მო­შორ­და და მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი შვილს გა­და­ა­ბა­რა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება