ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ”ინფო იმერეთი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ბრაკონიერმა სანადირო იარაღით შველი მოკლა.
გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5 000 ლარს შეადგენს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.




