დონალდ ტრამპი – ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან შიშობენ, რომ მოკლავენ.

„ისინი, სხვათა შორის, მოლაპარაკებებს აწარმოებენ და სურთ შეთანხმების დადება, მაგრამ ეშინიათ ამის თქმის, რადგან ფიქრობენ, რომ მათ საკუთარი ხალხი მოკლავს. ასევე ეშინიათ, რომ ჩვენ მოკლავთ“, – განაცხადა ტრამპმა.

მანამდე, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები ჩიხში არ შესულა მიუხედავად იმისა, რომ თეირანმა დაუყოვნებლივ არ მიიღო ომის დასრულების 15-პუნქტიანი გეგმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ორმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ აშშ მუშაობს პაკისტანში შეხვედრის ორგანიზებაზე, რათა გამოსავლის გზები განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება