Bloomberg-ი: უკრაინა ჭურვებისა და რაკეტების დეფიციტს განიცდის

უკრაინა საარტილერიო ჭურვებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების დეფიციტს წააწყდა -იდან და ევროკავშირიდან სამხედრო დახმარების შეფერხების გამო. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იტყობინება დასავლელ მოხელეებზე დაყრდნობით.
დიპლომატების თქმით, ევროპელი მოკავშირეები 1 მარტისთვის შეძლებენ, უკრაინელებს დაპირებული მილიონი ჭურვიდან დაახლოებით 600 ათასი მიაწოდონ. ამის მიზეზია შეფერხებები წარმოებაში და შიში, რომ თავად დასავლეთის მარაგები შემცირდება. Bloomberg-ი აზუსტებს, რომ მიმდინარე კვირაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ითათბირებენ, შესაძლებელია თუ არა ჭურვების წარმოების გაზრდა ში გასაგზავნად, მაგრამ დასახული მიზნის, 1 მილიონი ჭურვის მიწოდება მაინც არ მოხერხდება.
1 თებერვალს ევროპელი ლიდერები სამიტზე განიხილავენ უკრაინისთვის ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს დახმარების აღმოჩენას. ადრე უნგრეთმა დაბლოკა სთვის ამ დახმარების აღმოჩენა. თუკი შეთანხმება ვერ მოხერხდება, ევროკავშირი იძულებული გახდება, მოძებნოს დახმარების გზა ბუდაპეშტის მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნავს Bloomberg-ი. როგორც ევროკავშირის თანამშრომელმა უთხრა სააგენტოს, ევროკავშირი ყველა შემთხვევაში თებერვლის ბოლომდე აპირებს დახმარების შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას.
აშშ უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ახერხებს, შეათანხმოს უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარება. ამის მიზეზია რესპუბლიკელთა წინააღმდეგობა კონგრესში. ისინი აშშ-ის საზღვრების დაცვის გაძლიერებას ითხოვენ უცხო ქვეყნების დახმარებაზე თანხმობის სანაცვლოდ.
დასავლელი დიპლომატების აზრით, კიევმა ევროკავშირისგან რომც მიიღოს დახმარება, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის არქონას უკრაინის ჯარები უკვე გაზაფხულის ბოლოსკენ იგრძნობენ.
გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, უკანასკნელი კვირების განმავლობაში კიევმა მოკავშირეთა საკვანძო მნიშვნელობის ამუნიციის მარაგი შექმნა, რათა უზრუნველყოს ჯარების მომარაგება. მაგრამ ეს არ არის საკმარისი საარტილერიო ჭურვების დეფიციტის კომპენსაციისთვის.