„ერთ ნაცნობს ხუმრობოთ მივულოცე მესინჯერში და გაკვირვებული იყო, ნეტავ მართლა მქონდეს მაგდენი ქონებაო“ – რომან გოცირიძე უმდიდრეს ქართველებზე?

41
ეკონომისტი რომან გოცირიძე:
„გუშინ ქართულმა “ფორბსმა” პირველად გამოაქვეყნა ქართველ მილიონერთა ასეული. კარგია ეს მცდელობა. მერე ნელ-ნელა დაიხვეწება სია. ზოგი ზედმეტად გადაფასებულია ჩემი აზრით, ზოგიც ზედმეტად შეუფასებელი. ერთ ნაცნობს ხუმრობოთ მივულოცე მესინჯერში და გაკვირვებული იყო, ნეტავ მართლა მქონდეს მაგდენი ქონებაო:))
ორი რამე მომხვდა თვალში:
ამ ასი ყველაზე მდიდარი ადამიანიდან დღეს მხოლოდ 3-4-ს თუ მიაქვს რეკლამა კრიტიკულ ტელევიზიებში, დანარჩენს ყველას სად მიაქვს(მიჰქონდა) ისედაც ნათელია.
სიის სათავეში არის ქართული წარმოშობის ყაზახი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე. ამ სიაში იგი ფორმალურადაა, რადგან ქართული პასპორტიც აქვს. ქართულ პასპორტს ჯერ კიდევ რა ძალა აქვს, ყველას კარგად მოგვეხსენება-ფეხით აღებს ევროკავშირის კარებს. შეიძლება ამ მეწარმეს გარდა პრაგმატულისა, პატრიოტული მოტივიც ამოძრავებს, მაგრამ ამოდენა მილიარდები როცა გაქვს, შენს ქვეყანაში ან ქალაქში სადაც დაიბადე(ბათუმი), ერთი ქარხანა თუ არა, ჯიხური მაინც უნდა ჩადგა.“

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც