ტრამპი: ირანელები დაგვთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ

, 2026 წლის 16 მარტი.Annabelle GORDON / AFPაშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანი -ს მოლაპარაკებების ფარგლებში დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.
ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებთან საუბრისას ილაპარაკა.
“ისინი ჩვენ გველაპარაკებიან და აზრიანად გველაპარაკებიან. […] არ შეიძლება, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ და ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ. წინასწარ არ მინდა თქმა, მაგრამ ისინი დაგვთანხმდნენ, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ. ამას დათანხმდნენ”. – თქვა ტრამპმა.
ცნობისთვის, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 მარტს დაწერა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ირანთან “ძალიან კარგი და პროდუქტიული საუბრების” შემდეგ მან ომის დეპარტამენტს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების ხუთი დღის ვადით გადადება უბრძანა.
ირანთან “კარგი საუბრების” გამო ტრამპი ენერგოობიექტებზე იერიშების 5-დღიან პაუზას აცხადებს
მოგვიანებით, სამთავრობო მედიის მიხედვით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი გაიმართა.
მანამდე, 21 მარტს ტრამპმა ირანის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა და ჰორმუზის სრუტის “სრულად გახსნა” მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თეირანს ქვეყნის ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა:
“თუ ირანი, მუქარის გარეშე, სრულად არ გახსნის ჰორმუზის სრუტეს, ზუსყად 48 საათში აშშ დაარტყამს და გაანადგურებს მათ სხვადასხვა ელექტროსადგურს, დაწყებული უდიდესიდან!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
თავის მხრივ, ირანი ტრამპის ულტიმატუმის პასუხად სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკისა და წყლის სისტემებზე დარტყმებით დაიმუქრა.