ახალი კაპიტნით – საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ნაკრები ისრაელთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მარტის შეკრების მეორე ვარჯიში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 22 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ გიორგი ჩაკვეტაძეს და საბა გოგლიჩიძეს.
წლის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ახალი კაპიტნით შეხვდება. 2026 წლიდან საქართველოს ნაკრებს უკაპიტნებს, გუნდის პირველი ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი ოთარ კაკაბაძე იქნება.
დღემდე ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებს სულ სამ შეხვედრაში უკაპიტნა. 25 წლის ფეხბურთელმა კაპიტნის სამკლაურით 2025 წელს სტუმრად ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ, თბილისში კი ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა.
საქართველოსა და ისრაელის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 26 მარტს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, )
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, ), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)
NAKREBI.GE