“ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ალბათ, მათზეა ნათქვამი“ – გვარამიას, ელენე ხოშტარიასა და ჯაფარიძის შესაძლო თანამშრომლობაზე

“დროას”, “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და ნიკა გვარამიას გაერთიანებასა და მათ არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობის მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება. აცხადებს, რომ კონფიგურაციას არ აქვს მნიშვნელობა – ყოველთვის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიის გამზიარებელი.
“ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, ალბათ, მათზეა ნათქვამი. საბოლოო ჯამში, პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, ვინ როგორ ჯგუფდება. “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელიც დაყრდნობილია ძალადობასა და ძალადობრივი სისტემით პროცესების მართვაზე; დამყარებულია არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებაზე, არამედ სხვა ქვეყნებისა და ქვეყნის გარეთ არსებული ჯგუფების ინტერესების მსახურებაზე. შეიძლება, ასე დახასიათდეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნის მთელი პერიოდი. ისინი ელოდებიან ტაშს ქვეყნის გარედან და არა – საკუთარი მოსახლეობიდან.
რა წარმოდგენა უნდა გვქონდეს, ვინ დაუჭერს მხარს ისეთ პოლიტიკურ ორგანიზმებსა და ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ აინტერესებთ არა საქართველოს ინტერესები, არამედ – სხვა ქვეყნების ინტერესები და სხვა ქვეყნების პოლიტიკური ჯგუფების ტაშის კვრა, ოვაციები.” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
გავრცელებული ცნობით, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ახალი პარტიის შექმნას აპირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის