ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, მას სატელეფონო საუბრის ხარჯი – თვეში 70 ლარი – ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით, მას სატელეფონო საუბრის ხარჯი – თვეში 70 ლარი – ბიუჯეტიდან აუნაზღაურდება | ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, საკრებულო თანამდებობის პირების უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს გაანაწილებს ბიუჯეტიდან აუნაზღაურდებათ სატელეფონო საუბრის ხარჯები თავმჯდომარის მოადგილეებსა და კომისიების თავმჯდომარეებსაც
💬 “პროექტის მიხედვით, ლიმიტები ასე გადანაწილდა: საკრებულოს თავმჯდომარე სატელეფონო ხარჯებისთვის ფულს თავისი ხელფასიდან, ანუ 9 600 ლარიდან კი არ დახარჯავს, მას ბიუჯეტიდან თვეში 70 ლარი ჩაერიცხება. ერთ წელში ეს თანხა 840 ლარი იქნება. საკრებულოს ორივე მოადგილე ტელეფონისთვის თვეში 60-60 ლარს მიიღებს. საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის 50-50 ლარი განსაზღვრეს” | წერს გამოცემა
🔻 მათივე ცნობით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 9 600 ლარია, მისი პირველი მოადგილის ხელფასი – 8 000 ლარი, მეორე მოადგილის ხელფასი კი 7 200 ლარი. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 5600 ლარია. ამდენივეა ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე კი ხელფასის სახით 4000 ლარს იღებს