ტელეკომპანია “ფორმულაზე” – სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა, მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა “პოლიტ-ძელეცებისთვის” ხომ აქვთ სარჩო?

მწერალი , ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის მაუწყებლობა თებერვლისა და მარტის განმავლობაში ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის გახდება.
ბუღაძის თქმით, “ფორმულას” განცხადება უპასუხისმგებლობა, ვინაიდან იმ ადამიანებს, ვინც იბრძოლა და სხვა მედიებს არ მიეყიდა, დელიკატურად ემშვიდობებიან, ხოლო ხაბეიშვილისა და მისი მსგავსი ფიგურებისთვის ტელევიზიას სარჩო მაინც აქვს.
“სრულიად უპასუხისმგებლო განმარტებაა. მავანი ხაბეიშვილისთვის და სხვა პოლიტ-ძელეცებისთვის ხომ აქვთ სარჩო და ხალხს, ვინც იბრძოლა და რუსთავი-2 ში არ დარჩა ან სხვა პროპ-მედიებს არ მიეყიდა, თურმე დელიკატურად ებოდიშებიან… არჩევნებია წინო.” – წერს ლაშა ბუღაძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება