პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს – “ლანსი” წინააღმდეგია

„ეკიპის“ ცნობით, პსჟ 11 აპრილს „ლანსთან“ სტუმრად ჩასატარებელი ლიგა 1-ის ოცდამეცხრე ტურის მატჩის გადატანას ითხოვს, რომელიც „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებს შორის (8 და 14 აპრილი) უნდა გაიმართოს.
საფრანგეთის პროფესიონალური ლიგა საკითხს ხუთშაბათს განიხილავს. „ლანსის“ მწვრთნელი პიერ საჟი თამაშის გადატანის წინააღმდეგია, რამაც შეიძლება გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს.
ადრე პროფესიონალურმა ლიგამ პსჟ-ს თხოვნა დააკმაყოფილა და „ნანტთან“ მატჩი იმისათვის გადაიტანა, რათა პარიზულ გუნდს „ჩელსისთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებებისთვის უკეთ მოეხერხებინა მომზადება. მაშინ „ნანტი“ „პარი სენ ჟერმენის“ შეთავაზებას დათანხმდა.
ლიგა 1-ში 26 ტურის შემდეგ 60 ქულით ლიდერი პსჟ-ა, რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული. „ლანსი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა.