“დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა” – მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ “ნაპოლის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდონას ვაჟმა მარადონა უმცროსმა Televomero-სთან საუბარში მამამისის შემდეგ “ნაპოლის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა.
საინტერესოა, რომ მან ასეთად საჩემპიონო სეზონში ბრწყინვალე შედეგების ავტორები და ვიქტორ ოსიმენი, არამედ გუნდის ამჟამინდელი წევრი სკოტ მაკტომინეი დაასახელა.
შოტლანდიელი “პარტენოპეის” 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და პირველსავე წელს სკუდეტო მოიგო. ის გასულ სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ანტონიო კონტეს “ნაპოლის” ლიდერად ჩამოყალიბდა.
“მაკტომინეი მამაჩემის შემდეგ “ნაპოლის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. დიეგო ნეაპოლში ღმერთი იყო, მაკტომინეი კი ჩემთვის იესოა. . ის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”, – თქვა დიეგო არმანდო მარადონა უმცროსმა.