სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს – “სევილიამ” მატიას ალმეიდა დაითხოვა

ლა ლიგის ბინადარმა “სევილიამ” გვაუწყა, რომ გუნდის დამრიგებელი არგენტინელი მატიას ალმეიდა გაათავისუფლა. ანდალუსიურ კლუბს პრიმერა მიმდინარე სეზონში ძალიან ცუდი შედეგები აქვს.
“რამოს სანჩეს პისხუანის” ბინადრები ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-15 ადგილზე იმყოფებიან და გასავარდნ ზონას სულ 3 ქულით არიან მოშორებულნი.
ალმეიდამ “სევილია” გასულ ზაფხულს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჯამში 32 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 10 მათგანში მოგება იზეიმა, 7 ფრე ითამაშა და 15-ჯერ წააგო.