ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება და ამჟამად იჯარით “ასტონ ვილაში” მოთამაშე 25 წლის შემტევი ჯეიდონ სანჩო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
მას “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი უსრულდება და ახალ გუნდში გადასვლა სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება.
სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის დაბრუნების დიდი სურვილი მის ყოფილ კლუბ “დორტმუნდს” აქვს და სანჩოს ვარიანტს “ბორუსიას” CEO ჰანს-იოახიმ ვაცკე ლობირებს.
ინფორმაციისთვის, სანჩომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა.