25 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 40 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით:
ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა და დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
ფიგურული ციგურაობის ქართველ გულშემატკივრებს საოცრად საინტერესო და სანახაობითი ტურნირი ელით პრაღის ყინულის მოედანზე, სადაც ჩვენი ნაკრების თითოეული წევრი იბრძოლებს მსოფლიო დონის მოციგურავეებს შორის მხოლოდ მაღალი შედეგების მისაღწევად.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის სრულ პირდაპირ ტელეტრანსლირებას.
წყარო: Georgian Figure Skating Federation