ალისონის მომავალთან გაურკვევლობის გამო, „ლივერპული“ ზაფხულში ევროპული კლუბებისგან გიორგი მამარდაშვილის შესახებ შეთავაზებებს არ განიხილავს, – წერს Football Insider-ში სატრანსფერო ექსპერტი პიტ ო’რურკი:
„რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი მამარდაშვილს აკვირდება, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, „ლივერპული“ მის გაშვებას არ გეგმავს. მერსისაიდული კლუბის სატრანსფერო გეგმები ზაფხულის წინ ყალიბდება, ალისონმა კი მიუხედავად კონტრაქტის ახლახან გახანგრძლივებისა, სავსებით შესაძლებელია გუნდი დატოვოს. თუმცა ბეკერის „იუვენტუსში“ გაშვება არ სურთ.
მამარდაშვილი წასვლას არ აპირებს, ვინაიდან მომავალ სეზონში შეიძლება გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღოს. ეს საკითხი მე ადრე „პოდკასტში“ განვმარტე: „დარწმუნებული ვარ, რადგან მამარდაშვილს სტაბილურად არ უწევს თამაში, იმედგაცრუებულია, თუმცა რეალურად აღიქვამს სიტუაციას და ესმის, თუ ბრაზილიელი ფორმაში არ იქნება, ძირითადი მეკარე გახდება.
ახლა არ არის უკეთესი ფეხბურთელი, რომლისგანაც გიორგი ისწავლის და რომელთან ერთადაც განვითარებას განაგრძობს, რაც შესანიშნავი ვარიანტია. მჯერა, მთელი ევროპის კლუბები მოხარული იქნებიან ისეთი მეკარის დამატებით, როგორიც ქართველია, მაგრამ არ მგონია, „ლივერპული“ მის გაშვებას დათანხმდეს, რამეთუ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ალისონის მემკვიდრედ მიიჩნევენ“.